“It’s research.” -Carrie Bradshaw

“It’s research.” -Carrie Bradshaw
Our girls <3
Our girls <3
“Getting money for sex is simply an exchange of power.”
Silence

Ritual

მუსიკა

ყველა Sex And The City-ს “ფანი” cosmo-გოგონასთვის!!!
ჩვენი საყვარელი სერიალის მთავარი თემა
გადმოწერე
ალექსანდრ პეტროვსკი aka მიხეილ ბარიშნიკოვი
სექსი დიდ ქალაქში. მეექვსე სეზონი. ბოლო რამოდენიმე ეპიზოდი. კერი იცნობს რუს ხელოვანს, მომხიბვლელ და მამაკაცურ ალექსანდრ პეტროვსკის. აბამს მასთან რომანს. ხდება მისი საყვარელი (lover). მიხედავად იმისა, რომ გარე სამყაროსთან მიმართებაში კერი და პეტროვსკი აბსოლუტურად არ უხდებიან ერთმანეთს, თითქმის არ გააჩნიათ საერთო, შინაგანად ისინი თითქოს ერთ ტონალობაში მღერიან…. ბევრი რომ არ გავაგრძელო, საბოლოოდ მაინც აღმოჩნდება, რომ განსხვავება დიდია და ისინი დაშორდებიან.

the pink 2004 Oscar de la Renta dress
რას ვყვები. ალბათ სექსი დიდ ქალაქში-ს ფანებმა მშვენივრად იციან ეს ეპიზოდები. საფრანგეთის დედაქალაქის ულამაზესი სურათები. ეკრანიდან პირდაპირ გამოდის პარიზის სურნელი.
მაგრამ ალბათ ცოტამ თუ იცის ვინ ასრულებს პეტროვსკის როლს. ალბათ ბევრმა ამ სერიალიდან გაიცნო მიხეილ ბარიშნიკოვი:
ვიკი: “მიხეილ ნიკოლოზის-ძე ბარიშნიკოვი (რუს. Михаил Николаевич Барышников; დ. 28 იანვარი, 1948. რიგა, ლატვიის სსრ, სსრკ) — საბჭოთა წარმოშობის ამერიკელი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი. ვაცლავ ნიჟინკისთან და რუდოლფ ნურიევთან ერთად, მას ხშირად XX საუკუნის უდიდეს ბალეტის არტისტად აღიარებენ.”
თავს არ შეგაწყენთ მისი არტისტული ბიოგრაფიის თარგმნით, უბრალოდ მოვიყვან რამოდენიმე მის ნათქვამსა და განახებთ მის სურათებს. დამეთანხმეთ, უდაოდ მომხიბვლელი მამაკაცია.
“ცეკვა ჩემი გატაცებაა. ჩემი ცხოვრება”
“მე არ ვცდილობ ვიცეკვო ვინმეზე უკეთესად. მე ვცდილობ ვაჯობო საკუთარ თავს”.
“მე არც პირველი ჰეტეროსექსუალი მოცეკვავე ვარ, და არც უკანასკნელი”
“ცხოვრებაში ერთი რამ გრჩება; იმუშაო საინტერესო ადამიანებთან”
“ხელოვნების არსი მდგომარეობს სიამოვნება მიიღო სხვისთვის სიამოვნების მინიჭებაში”
ბოლოსთვის, რამოდენიმე ლამაზი კადრი ფილმიდან “სექსი დიდ ქალაქში”
![]() |
| რამანწიკა |
![]() |
| <3 კაბა <3 |
![]() |
| მიშა მაშინ და ახლა |
ცხელი ტურები
ზაფხულია. ქვეყანა იწვის. ყველას სურვილი გვაქვს სამსახურიდან დროზე გავთავისუფლდეთ და გავიდეთ შვებულებაში. დავისვენოთ. განვიტვირთოთ. ზოგი ქალაქგარეთ ვფიქრობთ გასვლას, სოფელში, სიმწვანეში დასასვენებლად. ყოველგნარ ქალაქურ ბუღსა და მტვერს, გიჟურ რითმსა და სიჩქარეს მოვწყდეთ. ან ვგეგმავთ ზღვაზე გამზგავრებას. იქნება ეს “მზიანი” აჭარა თუ ნამდვილად მზიანი ანტალიის სანაპიროები. ზოგიც მთისკენ მიიჩქარის. ზოგიც ევროპაში, საშოპინგოდ, ისტორიული ადგილების, საინტერესო მუზეუმების დასათვალიერებლად. (რეკლამა: მცირე ტურისტული მიმოხილვები ჩემს ბლოგზე შეგიძლიათ ნახოთ
– ავტორის შენიშვნა) ხოლო ამ ბლოგზე კი, სულ სხვა ტურისტულ ტურს შემოგთავაზებთ:
ტური “ცხელი წერტილები - სექსი დიდ ქალაქში”
რას იხილავთ ტურის განმავლობაში:
მართალია, სცენების უმრავლესობა გადაღებულია Silver Cup Studios-ში, ლოგნ აილენდზე, ბევრი სცენა თამაშდება სტუდიის გარეთ და ამით ნიუ იორკი სერიალისა თუ ორივე ფილმის მეხუთე მთავარი გმირი ხდება (მოდასთან და ტანსაცმელთან ერთად). შოუში ნაჩვენები ადგილების დათავლიერებასთან ერთად, ტურის მონაწილეებს ეძლევათ ექსკლუზიური შანსი გამოიყენონ სპეციალური ფასდაკლებები, რომელიც მათთვის ტურის მიერაა გათვალისწინებული.
ნიუ იორკის ტურში თქვენ მიყვებით კერის, სამანტას, შარლოტასა და მირანდას ნაკვალევს – მიირმევთ იმავე კოქტეილებს, რომლებსაც ჩვენი მთავარი გმირები სვამდნენ;

იშოპინგებთ, სადაც ისინი დადიოდნენ საყიდლებზე;

და იჭორავებთ იმ ადგილებში, სადაც ისინი სხდებოდნენ და მუსაიფობდნენ.
ეს ტური მოიცავს 40-ზე მეტ ცხელ წერტილს, რომელიც სერიალსა და ორივე ფილმში ჩნდება. ტურის მსვლელობისას, როდესაც თქვენ ჩაუვლით ამა თუ იმ ადგილს, პარალელურად თქვენ გაქვთ შესაძლებლობა უყუროთ სერიალისა თუ ფილმების სწორედ იმ მონაკვეთს, რომელიც კონკრეტულად სწორედ ამ ადგილას იყო გადაღებული. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ “სექსი დიდ ქალაქში”-ს ფანი ხართ თუ უბრალო ტურისტი, რომელსაც აინტერესებს იხილოს მანჰეტენის შემოგარენი და ამავე დროს გაერთოს კიდევაც, ეს ტური აუცილებლად უნდა აიღოთ ნიუ იორკში ყოფნისას.
მთავარი გაჩერებები:
- იშოპინგებთ იმ მაღაზიაში, სადაც შარლოტამ თავისი “ყურცქვიტა” შეიძინა
- გაჩერდებით “Scout” ბართან – ბარი, რომელის ეიდანს ეკუთვნოდა
- ისიამოვნებთ cupcake-ებით, რომლებსაც მირანდა და კერი მიირთმევდნენ

- მონახულებთ სოჰოში მდებარე ხელოვნების გალერეას, რომელშიც შარლოტა მუშაობდა
- იშოპინგებთ გრინვიჩ ვილიჯის ყველაზე მოდურ ბუტიკებში
- ეწვევით Buddakan-ს. ეს ის ადგილია, სადაც კერისა და მისტერ ბიგის წინა საქორწილო ვახშამი ჩატარდა
- მოინახულებთ საოჯახო ნივთების მაღაზიას ABC Carpet & Home, სადაც შარლოტასა და მის დედამთილს, ბანის ჩხუბი მოუვიდათ საწოლის არჩევისას.
- მოინახულებთ ნიუ იორკის ღია ბიბლიოთეკას, სადაც კერისა და მისტერ ბიგის ქორწილი უნდა შემდგარიყო
- მონახულებთ სხვადასხვა ახალ ადგილს, რომელიც გამოიყენეს “სექსი დიდ ქალაქში” პირველი და მეორე ფილმის გადაღებისას.
დეტალები:
სად: მეხუთე ავენიუსა და 58-ე ქუჩის სიახლოვეს
როდის: ყოველ დღე, დილის 11:00 და 15:00 საათზე
საფასური: 44 დოლარი
ხანგრძლივობა: დაახლოებით 3.5-4 საათი
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება…
In New York!!!!
Concrete jungle where dreams are made of,
There’s nothing you can’t do,
Now you’re in New York!!!
These streets will make you feel brand new,
the lights will inspire you,
Let’s hear it for New York, New York, New York
A Woman’s Right to Shoes
<3 ფეხსაცმელები <3
როგორც ერთ-ერთ წინა პოსტში Sophie SUNNY Golden-მა აღნიშნა:
თუ კარგი ფეხსაცმელი გაცვია, შეგიძლია ტანზე ტომარა წამოიცვაო.
ფეხსაცმელები ერთ ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქალის როგორც გარეგნობაში, ასევე ცხოვრებაში. სწორად შერჩეული ფეხსაცმელი ბედნიერებაა: ის არ გიჭერს, ფეხს არ გტკენს, გემრილეად გაზის ფეხზე, თავისუფლად დადიხარ ქუჩაში და ეს კომფორტი განწყობას შესამჩნევად გიმაღლებს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, თუ რა გრძნობაა, როდესაც ლამაზი ფეხსაცმელი გაცვია და ის მოხდენილად გაზის ფეხზე. ფეხსაცმელი სრულიად ცვლის ქალის მიხვრა-მოხვრასა და სიარულის მანერას. მოკლედ, ფეხაცმელი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია ჩვენს გარდერობში, იქნება ეს ქუსლები თუ კეტები – ბევრი დამეთანხმებით ამაში.
ადრინდელ პოსტებში უკვე განვიხილეთ შარლოტას ვარდისფერ-თეთრი ქუსლები,

მანოლო ბლანიკის Something Blue Satin shoe,

და ასევე კერის ცნობილი გამონათქვამები მისი ყველა საყვარელი ფეხსაცმელის შესახებ – მცირე ვიდეო.
ამ პოსტით კი უფრო დაწვრილებით მიმოვიხილავთ მეორე ფილმში გამოყენებულ ფეხსაცმელებს:
ეს ფეხსაცმელები კერის აბუ-დაბიში ჩასვლისას ეცვა, ოღონდ ვარდისფერი.

Manolo Blahnik Sahara pumps – კერის ეს ფეხსაცმელი აცვია იმ სცენაში, როდესაც გოგოები სასტუმროს ათვალიერებენ.

ეს კაბა ყველას გავხსოვს სერიალიდან. Dior-ის “გაზეთის კაბა”.

იგივე კაბა მეორე ფილმშიც გამოჩნდა. ფილმის კოსტიუმების დიზაინერი, პატრიცია ფილდი აღიარებს, რომ ეს კაბა იმიტომ შეარჩია ფილმის მეორე ნაწილისათვის, რომ ამით ის თითქოს ხაზს უსვამს ამ არაჩვეულებრივი ზრაპრის დამთავრებას. ამ ჯერად ეს კაბა წარმოგვიდგება Christian Louboutin-ის ფეხსაცმელებთან წყვილში.

Christian Louboutin Bridget Strass Pumps $3,325 at Louboutin boutiques
Brian Atwood Loca Purple Pumps – $800 -ად არის ხელმისაწვდომი ვებ-გვერდზე Net-A-Porter.com

კადრი ფილმიდან

Pierre Hardy-ის ფეხსაცმელი გადაწყვეტილი შავ და ლურჯ ფერებში.

კადრი ფილმიდან: კერი და Adriana Castro-ს ხელჩანთა.
Christian Louboutin T-bar pump

Manolo Blahnik Lessa

ამ შეხამებას – ღია სანდლები, მოცულობითი ქვედაბოლო, დიორის მაისური და ჟაკეტი – კრიტიკოსებმა ყველაზე წარუმატებელი კოსტიუმი უწოდეს. ტქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? მოგწონთ ასეთი შეხამება?
Sergio Rossi Pumps

Christian Louboutin Biana Pumps – $775 at Net-A-Porter

ალბათ ყველაზე აღმაფრთოვანებელი ფეხსაცმელი მტელი ფილმის მანძილზე მაინც არის – Christian Louboutin Glitter Pumps

სხვა საინტერესო წვრილმანები შეგიძლიათ ნახოთ ამ წიგნში, რომელშიც მიმოხილულია არა მხოლოდ ფეხსაცმელები, არამედ ჩანთებიც, ასევე კაბები, სხვადასხვა კოსტიუმები. ფოტოებს თან ახლავს ფილმის შემქნელთა და დიზაინერთა კომენტარები.
Sex and the City 2: The Stories. The Fashion. The Adventure.
მოკლედ, საკმაოდ საინტერესო წიგნია, შეიძინეთ. ჩვენ კი, თქვენი დაინტერესების შემთხვევაში, რომელსაც ვიმედოვნებთ რომ კომენტარებში გამოთქვამთ, მომდევნო პოსტს ფილმში გამოყენებულ ჩანთებზე გავაკეთებთ.

















