A Woman’s Right to Shoes
<3 ფეხსაცმელები <3
როგორც ერთ-ერთ წინა პოსტში Sophie SUNNY Golden-მა აღნიშნა:
თუ კარგი ფეხსაცმელი გაცვია, შეგიძლია ტანზე ტომარა წამოიცვაო.
ფეხსაცმელები ერთ ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქალის როგორც გარეგნობაში, ასევე ცხოვრებაში. სწორად შერჩეული ფეხსაცმელი ბედნიერებაა: ის არ გიჭერს, ფეხს არ გტკენს, გემრილეად გაზის ფეხზე, თავისუფლად დადიხარ ქუჩაში და ეს კომფორტი განწყობას შესამჩნევად გიმაღლებს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, თუ რა გრძნობაა, როდესაც ლამაზი ფეხსაცმელი გაცვია და ის მოხდენილად გაზის ფეხზე. ფეხსაცმელი სრულიად ცვლის ქალის მიხვრა-მოხვრასა და სიარულის მანერას. მოკლედ, ფეხაცმელი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია ჩვენს გარდერობში, იქნება ეს ქუსლები თუ კეტები – ბევრი დამეთანხმებით ამაში.
ადრინდელ პოსტებში უკვე განვიხილეთ შარლოტას ვარდისფერ-თეთრი ქუსლები,

მანოლო ბლანიკის Something Blue Satin shoe,

და ასევე კერის ცნობილი გამონათქვამები მისი ყველა საყვარელი ფეხსაცმელის შესახებ – მცირე ვიდეო.
ამ პოსტით კი უფრო დაწვრილებით მიმოვიხილავთ მეორე ფილმში გამოყენებულ ფეხსაცმელებს:
ეს ფეხსაცმელები კერის აბუ-დაბიში ჩასვლისას ეცვა, ოღონდ ვარდისფერი.

Manolo Blahnik Sahara pumps – კერის ეს ფეხსაცმელი აცვია იმ სცენაში, როდესაც გოგოები სასტუმროს ათვალიერებენ.

ეს კაბა ყველას გავხსოვს სერიალიდან. Dior-ის “გაზეთის კაბა”.

იგივე კაბა მეორე ფილმშიც გამოჩნდა. ფილმის კოსტიუმების დიზაინერი, პატრიცია ფილდი აღიარებს, რომ ეს კაბა იმიტომ შეარჩია ფილმის მეორე ნაწილისათვის, რომ ამით ის თითქოს ხაზს უსვამს ამ არაჩვეულებრივი ზრაპრის დამთავრებას. ამ ჯერად ეს კაბა წარმოგვიდგება Christian Louboutin-ის ფეხსაცმელებთან წყვილში.

Christian Louboutin Bridget Strass Pumps $3,325 at Louboutin boutiques
Brian Atwood Loca Purple Pumps – $800 -ად არის ხელმისაწვდომი ვებ-გვერდზე Net-A-Porter.com

კადრი ფილმიდან

Pierre Hardy-ის ფეხსაცმელი გადაწყვეტილი შავ და ლურჯ ფერებში.

კადრი ფილმიდან: კერი და Adriana Castro-ს ხელჩანთა.
Christian Louboutin T-bar pump

Manolo Blahnik Lessa

ამ შეხამებას – ღია სანდლები, მოცულობითი ქვედაბოლო, დიორის მაისური და ჟაკეტი – კრიტიკოსებმა ყველაზე წარუმატებელი კოსტიუმი უწოდეს. ტქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? მოგწონთ ასეთი შეხამება?
Sergio Rossi Pumps

Christian Louboutin Biana Pumps – $775 at Net-A-Porter

ალბათ ყველაზე აღმაფრთოვანებელი ფეხსაცმელი მტელი ფილმის მანძილზე მაინც არის – Christian Louboutin Glitter Pumps

სხვა საინტერესო წვრილმანები შეგიძლიათ ნახოთ ამ წიგნში, რომელშიც მიმოხილულია არა მხოლოდ ფეხსაცმელები, არამედ ჩანთებიც, ასევე კაბები, სხვადასხვა კოსტიუმები. ფოტოებს თან ახლავს ფილმის შემქნელთა და დიზაინერთა კომენტარები.
Sex and the City 2: The Stories. The Fashion. The Adventure.
მოკლედ, საკმაოდ საინტერესო წიგნია, შეიძინეთ. ჩვენ კი, თქვენი დაინტერესების შემთხვევაში, რომელსაც ვიმედოვნებთ რომ კომენტარებში გამოთქვამთ, მომდევნო პოსტს ფილმში გამოყენებულ ჩანთებზე გავაკეთებთ.

imis miuxedavad rom keris stili momwons, es martlac dzalian samartliani shenishvna iko “yvelaze warumatebeli shexameba”.. es kadri rom davinaxe filmshi, guli gamiskda. dzalian ar momewona, saertod ra shuashi iko?
ყველაფრის ფანი გამიგია ამის გარდა
:Dდ სექსი დიდი ქალაქის ფანი ვარ ჩემეე :დ