სექსი დიდ ქალაქში "If we could perpetually do blowjobs to every guy on earth, we would own the world. And at the same time have our hands free." - Samantha

ყველაფერი ხელმისაწვდომია – შარლოტას სტილი

06.24.2010 · by · Posted in Characters, Fashion & Style

უკვე განვიხილეთ წინა პოსტში, რომ თურმე მეორე ფილმის მარტო ტანსაცმლის ბიუჯეტი 10 მილიონ დოლარს უკაკუნებს. ცნობილი ბრენდები, სახელები, სახეები, სიგიჟე, იარლიყები, ფასები, მოდა, სილამაზე, თანამედროვე ტენდენციები – ეს ყველაფერი ქალთა გულისცემას აჩქარებს და მუცელში პეპლები დაფარფატებენ. სიყვარულის გრძნობასთან ძალიან ახლოს დგას ეს შეგრძნებები, არა? :)

როგორ გვინდა, რომ ჩვენს ისევე გვეცვას, როგორც სერიალის გმირ ქალბატონებს. ყველა მოვიხდენდით LV ჩანთასა თუ Manolo-ს ქუსლებს, ხომ მეთანხმებით? მაგრამ არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა შეიძინო და ატარო ლეიბლები. გახსოვთ ეპიზოდი სერიალიდან A Women’s Right to Shoes, როდესაც კერის მანოლოს საზაფხულო ფეხსაცმელებს მოპარავენ ერთ-ერთი წვეულებიდან, სადაც მასპინძელი სტუმრებს აიძულებს ბინაში შესვლამდე ფეხსაცმელი გაიხადონ. ის ფეხსაცმელი 485 დოლარი ღირდა. დაოჯახებული მასპინძლისთვის ამხელა თანხის კომპენსაცია და რაც მთავარია, ფეხსაცმელებში “გადაყრა” წარმოუდგენელია.

ამით იმის თქმა მინდა, რომ  ბევრს არ აქვს საშუალება ეცვას ძვირადღირებული ბრენდების ტანსაცმელი.

Kristin Davis in Dior

რეალურად კრისტინს ამ ფოტოზე აცვია:
Pink Raw Silk Toile Suit by Christian Dior

Large Lady Dior Bag by Christian Dior

Large Lady Dior Bag by Christian Dior

Very Croise 140 Platform Sandal by Christian Louboutin

Very Croise 140 Platform Sandal by Christian Louboutin

ონლაინ მათ ძნელად თუ იპოვით. თან მსგავსი სილამაზე მხოლოდ რამოდენიმე ეგზემპლარად გამოდის.

სამაგიეროდ იგივე ეფექტი შეგიძლიათ მიიღოთ ნაკლებ ფასიანი, მაგრამ ამავე დროს ასევე სახელობითი ნივთების შეძენით. მოიმარჯვეთ დაახლოებით 3000 $ და თქვენ შარლოტას Outfit-ს მიიღებთ:

პიჯაკი  1.554 $ და ქვედაბოლო 534$ Valentino-საგან.

Valentino Ruffle-Neck Jacket & Straight Skirt

Dsquared-ის ღია ფეხსაცმელი – 695$ და Kate Spade-ს ხელჩანთა- 375$

DSQUARED2 Women’s Salander Pump,Vernice Fluo Fuxia

Kate Spade London Quinn Tote

და ასევე შეგიძლიათ განიხილოთ ბიუჯეტური ვარიანტიც, რომლიც გამოწერაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს:

metrostyle Larry Levine Oversized Collar Skirtsuit

Metrostyle Larry Levine Oversized Collar Skirtsuit მთლიანი კოსტიუმი 69$.

Patent peep-toe pump by Newport News

10 სანტიმეტრიანი ქუსლი, ხელოვნური ტყავი, ღია ფეხსაცმელი Newport News Patent peep-toe pump – სულ რაღაც 39 დოლარად.

Prezzo Four-Grommet Tote

ჩანთა Prezzo-სააგან, Prezzo Four-Grommet Tote მკვეთრი ვარდისფერი, მოსახერხებელი, ტევადი, კომფორტული – შეიძნინეთ 45$-ად.

ყველაფერი ხელმისაწვდომია, თუ ცოტაოდენ ფანტაზიას გამოიჩენთ. ნებისმიერი გმირის ძვირადღირებული ტანსაცმლის მსგავსი ბიუჯეტური ვარიანტის მოძებნა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მთავარია მოდომება. ჩვენ დაგეხმარებით რამოდენიმე იდეა მოგაწოდოთ ხოლმე, თუ რომელი ფირმით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ექსკლუზიური ბრენდის ფეხსაცმელი და გამოიპრანჭოთ ვარსკვლავებზე არანაკლები გემოვნებით.

3 Responses to “ყველაფერი ხელმისაწვდომია – შარლოტას სტილი”

  1. ქეთი says:

    ყველაფერი ვარდისფერი:(

  2. უჟოს ეგეთ ვარდისფერობას სანაძლეოზე არ ჩავიცვამ გინდა დიორი იყოს და გინდა მკერავი მაყვალა

  3. :)
    შემდეგ პოსტში კერის outfit-ს გამვიხილავთ. იქ ვარდისფერის ნასახი არ იქნება.

Leave a Reply