გათამაშება – ორი ბილეთი პრემიერაზე!
ყურადღება!
სულ რამოდენიმე საათში ბლოგზე დაიდება ტრივია – მცირე კითხვარი ჩვენი საყვარელი სერიალიდან და პირველი ფილმიდან.

ტრივიას წესები:
ტრივია შეიცავს 13 შეკითხვას.
თოთოეულ შეკითხვას ექნება ოთხი სავარაუდო პასუხი, დანომრილი ციფრებით.
პასუხები უნდა გამოაგზავნოთ ჩვენს ელ.ფოსტის მისამართზე satcge@gmail.com
მაგალითი – შეკითხვა ტრივიადან:
4). კერის პროფესია:
a. მწერალი
b. მოდელი
c. დიზაინერი
d. სარეკლამო აგენტი
გამოსაგზავნი პასუხის მაგალითი:
4.a
ანუ სწორი პასუხი მე-4 შეკითხვაზე არის “მწერალი” ანუ პასუხი a.
დაჯილდოვდება ადამიანი, რომელიც ყველა შეკითხვაზე სწორ პასუხს გასცემს და ყველაზე პირველი გამოგვიგზავნის ამ ჩამონათვალს.
ტრივია გაგრძელდება 7 ივნისის, საღამოს 19:00 საათამდე.
საღამოს გამოვავლენთ გამარჯვებულს და მეორე დღეს გადავცემთ ბილეთებს.
რა თქმა უნდა, პრიზის შესახებაც ორიოდე სიტყვა
როგორც იცით, 10 ივნისს კინოთეატრ ამირანში გაიმართება მეორე ფილმის პრემიერა!!!
გლამურული საღამო, კოქტეილის კაბები, მამაკაცები კოსტიუმებში. ბრჭყვიალა აქსესუარების ბზინვარება. ფოტოაპარატების გაუთავებელი ჩახაკუნი და მოკლედ, სრული ეიფორია Sex and the City-ს მოყვარულებისთვის!
ბილეთების რაოდენობა სასტიკად შეზღუდულია გაყიდვაშიც კი! თუმცა კინოთეატრებმა დაასპონსორეს ჩვენი ბლოგი. ჩვენ მოვახერხეთ ორად-ორი ბილეთის შოვნა, რომლებიც გათამაშდება სწორედ ამ ტრივიაში!
ყველაზე სწრაფად მოსული სწორი პასუხების ავტორს გადაეცემა ეს სანუკვარი ჯილდო!
იაქტიურეთ! გისურვებთ წარმატებებს!
აქვე გაგანდობთ მცირე საიდუმლოს:
ჩვენი ბლოგისთვის ფოტო მასალის მოწოდებაზე დაგვთანხმდა პროფესიონალი ფოტოგრაფი, რომელიც იმ საღამოს ჩვენი ბლოგისთვის იმუშავებს. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას.
ასე რომ, არა მხოლოდ ჩვენ, ასევე ტრივიას გამარჯვებულსა და მის თანმხლებ პირს საინტერესო ფოტოსესია ელის პრემიერის დღეს.


და კითხვები სად წერია? მაგალიტი ვნახე:D
davitanje refreshebit
rodis dadeben trivias
@თიკო: მანამდე გადაათვალიერეთ ჩვენი სხვა საინტერესო პოსტები
@ქეთი: მალე, სულ მალე
აუ მალე დადეთ რა კითხვები
უნდა მოვიგო
აუცილებლად უნდა მოვხვდე პრემიერაზე თორე მერე ვიკი ჩამომყავს და როდისღა გავაღწევ
მოკლედ მოუთმენლად ველოდები კითხვებს…. იმედია მეხსიერება არ მღალატობს და….. ისა და წინა ფილმიდან იქნება შეკითხვები თუ საერთოდ სერიალებიდანაც ?