სექსი დიდ ქალაქში "We're so over, we need a new word for over." - Carrie

სად ქრება ფილმში გამოყენებული ტანსაცმელი გადაღებების შემდგომ?

ყველამ ვიცით, რომ ფილმის “სექსი დიდ ქალაქში 2″-ის გადაღებებისას, ტანსაცმელი ყველაზე ცნობილი ბრენდებისგან მოდის. აქ იხილავთ ისეთ უდიდეს სახელებს, როგორებისაა Dior, Chanel, Louis Vuitton, Jimmy Choo, Christian Louboutin, Yves Saint Laurent, და სხვა. რა თქმა უნდა Manolo Blahnik <3. ფილმის სიქველში “მონაწილებენ” ისეთი ბრენდები, რომელთანსა ხელების გაგონებაზე, თითქმის ყველა ქალბატონს ნერწყვი მოსდის ;) ჩვენ რა თქმა უნდა უკვე გვაქვს ჩამოყრილი დეტალურად ყველა ბრენდი, ფასებითა და დასურათებით. გადახედეთ ჩვენს ადრინდელ პოსტს  სერიალისა და ფილმის მეხუთე და ერთ-ერთ მთავარ გმირზე – მოდაზე.

საინტერესოა, გადაღებების შემდეგ, სად ბრუნდება, ან სად მიდის მთელი ეს არაჩვეულებრივი, გონების დამბინდველი გარდერობი?  ისევ უბდუნდება დიზაინერებს თუ?


In Touch Weekly-ს თუ დავუჯერებთ, ფილმის მეორე ნაწილში გამოყენეული ტანსაცმელი უდრის 100 ცალ 2010 წელს გამოშვებულ Porsche Carreras ერთად აღებულს. და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერი იქნებოდა თითოეული ჩვენგანი, ამ ნივთებიდან რამოდენიმე მაინც რომ ჩვენს გარდერობში აღმოჩენილიყო.

სარა ჯესიკამ, სინტიამ, კრისტინმა და კიმმა მთელი ეს გარდერობი საჩუქრად მიიღეს! ფილმში გამოყენებული ტანსაცმელი მსახიობების მფლობელობაში დარჩა.

ჯერ მხოლოდ კერი ბრედშოუს გმირი 41-ჯერ იცვლის ტანსაცმელს ფილმის გადაღებისას. მათ შორის ფიგურირებს ისეთი სახელები, როგორიცაა Halston, Alexander McQueen და Pucci. “სექსი დიდ ქალაქში”-ს სტილისტი, ქალბატონი პატრიცია ფილდი კვლავაც საოცრებებს ახდენს გადასაღებ მოედანზე. ის უნაკლოდ უხამებს ერთმანეთს მაღალ მოდასა და თანამედროვე ტენდენციებს.

თითქოს არ გვყოფნიდეს შესაშურად, კრისტინ დევისი “მაზოლზე” ფეხს… არა, სავარაუდოდ Louboutin-ის ვარდისფერი ფეხსაცმლის ქუსლს გვაჭერს:

white-pink Louboutin slingbacks

“დიახ, მართალია, ჩვენ მთელი ეს გარდერობი სახლში მიგვაქვს. მაგრამ მას დიდი სიფრთხილით ვეპყრობით. იმიტომ, რომ მათი უმრავლესობა მხოლოდ ერთ ეგზემპლიარადაა გამოშვებული, უნიკალური ქმნილებაა, პოდიუმიდან ჩამოსული ღვთაება. შესაბამისად, ჩვენ არ გვაცვია ისინი უბრალო სადილობის დროს” - დაგვამშვიდა კრისტინ დევისმა.

პატრიცია ფილდი საუბრობს თავისი იდეების შესახებ:

“ეს სცენა კარაოკე კლუბში ვითარდება. მე მინდოდა, რომ ქალბატონები დივებს დამსგავსებოდნენ. ფერებითა და სიხარულით აღსავსე, მბრწყინავი, დისკოს პერიოდის სტილში.

შარლოტას აცვია ქმნილება YSL-საგან. სანამტას კაბა The Blonds ბრენდისაა. კერისაც ასევე აცვია ამ ბრენდის მაისური და Chanel-ის ქვედაბოლო. მირანდა კი შემოსილია Halston Vintage-ის მიერ”

თუმცა კი, მიუხედავად იმისა, რომ პატრიცია ფილდის ხელში ნებისმიერი ბრენდის პროდუქციას შეეძლო მოხვედრა: John Galliano თუ Calvin Klein. მან კი Halston-ის კოლექცია გამოიყენა. პატრიცია ამას ასე ხსნის: “დავიღალე ამდენი უაზრო ფორმებით: ბუშტივით მრგვალი, კოსმოსური ბავშვივით სასაცილო, ნათურასავით გაბერილი….

მე მინდოდა ყველაფერი ძალიან ქალური და მარტივი ყოფილიყო. ამიტომაც განვაცხადე “მომეცით Halston!”.

მეორეს მხრივ კი, ყველა ლამაზ, ხარისხიან, მოდურ ნივთს თავისი ფასი აქვს. დაახლოებითი გათვლებით ეს თანხა 10 მილიიონი დოლარია.  პატრიცია ფილმი ამ განაცხადს სისულელედ მიიჩნევს: ” ნამდვილად არ ვიცი ზუსტი თანხა. ჩვენი ბიუჯეტი დიდი იყო. ფაქიურად, ბიუჯეტი არც იყო კონკრეტულად განსაზღვრული”.

არასოდეს ვყოფილვარ შეზღუდული. არასოდეს უთქვამთ ჩემთვის “იცი, არა. მეტ თანხას დასახარჯად ვერ მოგცემთ”. თუმცა კი მეორეს მხრივ, მფლანგველიც არ ვარ ნამდვილად. თავისუფლად შემიძლია ზედმეტი კილომეტრის გავლა, თუ ვიცი, რომ სადღაც იქ რაიმე კარგ ნივთს უფასოდ მივიღებ. ამ საკითხთან დაკავშირებით ნამდვილად გამაჩნია პასუხისმგებლობის გრძნობა.

იმის თქმა მინდა, რომ საერთო თანხა მანდვილად არ ყოფილა 10 მილიონი. არამგონია მილიონიც დაგვეხარჯა. 500.000$ – ნამდვილად. სავსებით შესაძლოა 800.000$. თუმცა კი, ესეც სავარაუდოა.”

პატრიცია ფილდი ძალიან გაწონასწორებული და ადეკვატური გონების ადამიანია: “ავიღოთ Balmain-ის ბრენდი. მართალია, ისინი ამას არაჩვეულებრივად აკეთებენ, მაგრამ მოტოციკლეტის ქურთუკი ხომ მხოლოდ და მხოლოდ მოტო ქურთუკია.

ხოლო ეს ხალხი, რომლებსაც უამრავი ფული გააჩნია, არასოდეს იყიდიან მოტოციკლეტის ქურთუკს რომელიმე პანკ როკ მაღაზიაში, სადაც ის სულ რაღაც 150 დილარად იყიდება. მაგრამ უბედნიერესები არიან, როდესაც იგივე პიჯაკს 20.000 დოლარად იძენენ Balmain-ის იარლიყით. ეს სიგიჟეა. მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. მე კი მსგავსი ქმედება არ მახასიათებს.”

საინტერესოა, რა ეცმევათ “სექსი დიდ ქალაქიში 3″-ის გმირებს?

ფილდი სარკასტულად იცინის და სვამს კითხვას: “მესამე ნაწილი მიუზიკლი იქნება?”


2 Responses to “სად ქრება ფილმში გამოყენებული ტანსაცმელი გადაღებების შემდგომ?”

  1. პოსტის სათაურზე შემოვქანდი :) გუშინ ვეძებდი ზუსტად ნეტში რაიმე ინფოს იმის შესახებ თუ სად როგორ და რამდენად იყიდება (თუკი იყიდება) ამ ფილმის აუტფიტი…. მაგრამ აბა საჩუქრებად დაურიგებიათ დაა….

    ისე რამე გვერდი ხომ არ იცი სადაც იქნება საშუალება სრულიად სერიალ+ კინოში გამოყენებული მთელი გარდერობის ფოტოები რომ იყოს? სიიიამოვნებით დავათვალიერებდი…

  2. [...] განვიხილეთ წინა პოსტში, რომ თურმე მეორე ფილმის მარტო [...]

Leave a Reply