სექსი დიდ ქალაქში "Do any of you have a completely unremarkable friend or maybe a houseplant I could go to dinner with on Saturday night?" - Miranda

სერიალის მეხუთე მთავარი გმირი

05.20.2010 · by · Posted in Fashion & Style

ის ამ სერიალის მეხუთე სრულუფლებიანი გმირი და სრულყოფილი პერსონაჟია.

მისი უდიდებულესობა – მოდა.

სერიალისა დაფილმების კოსტიუმების დიზაინერი და სტილისტი, პატრიცია ფილდი ისევ ბრუნდება გადასაღებ მოდედანზე და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ტანსაცმელი ისეთივე დიდ როლს თამაშობს ამ სერიალსა და ფილემბში, როგორც კერი და მისი დაქალები. სარა ჯესია პარკერს იხილავთ Halston Heritage-ის ახალი კოლექციის ზმანებში. რა თქმა უნდა, Chanel-იც აქ არის. აღარაფერს ვამბობ Manolo Blahnik-ზე. ასევე, ფილმში იხილავთ ზე-მოდურ ტენდენციებს MYKITA-საგან და რამოდენიმე “ვეშეს”  Holly Fulton-ის ახალი კოლექციიდან.

ამ ფილმის წყალობით, ეს გაზაფხული ძალიან გლამურული და მოდური იქნება.

„სექსი დიდ ქალაქში“ ფილმის ფანებს, თუ სურვილი  გაგიჩნდათ, უკვე პრემიერისათვის შეგიძლიათ სრულიად აღჭურვილები  ეწვიოთ ამ ღირშესანიშნავ ივენთს. სულ რაღაც 325 დოლარად შეძლებთ შეიძინოთ Halston Heritage-ის ის თეთრი კაბა, რომლითაც კერი ბრედშოუ პოსტერზეა გამოსახული.

Sex and the City 2 - პოსტერი

კაბა მოდელზე

ზმან-ება თეთრებში


  • უმშვენიერესი ყელსაბამი Solange Azagury-Partridge-საგან, გაწყობილი ძვირფასი ქვებით – $198,200
  • თეთრი კაბა კოლექციიდან Halston Heritage – $325
  • Chanel-ის ხელჩანთა – $ 1,500
  • Christian Louboutin-ის Pigalle კოლექციის ქუსლები
  • და Mykita & Bernhard Wilhelm-ის ექსკლუზიური სათვალეები.

ვარდისფერი ლედი

კრისტინ დევისი, შარლოტა იორკ გოლდენბლატის როლში ატარებს:
  • ქვედაბოლოს 790 დოლარად,
  • ჟაკეტს 3,090 დოლარად
  • და ვარდისფერ ჩათას  Lady Dior 6,650 დოლარად.
ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ამაღელვებელი Christian Dior-ის სახლის ქმნილებაა.


შესანიშნავი წყვილი

$835 –  Brian Atwood Loca heels – ამით ყველაფერი ნათქვამია.

ქალი და ჩანთა

სამანტასაც და კიმს ერთნაირად უყვართ  VBH Palm-ის ხელჩანთა 1,300 დოლარად – მასალა Mastice Drip Python.


ბრწყინვალე გა(დ)მოსვლა

მანქანიდან ლამაზად გადმოსვლაც ნიჭია. განსაკუთრებით, როდესაც გაცვია:
  • ( $435) Halston Heritage-ის კოქტეილის კაბა,
  • ატარებ Jee Vice-ის ($170) სათვალეებს,
  • დგახარ Christian Louboutin-ის ($865) Gino T-strap ქუსლებზე
  • და გიჭირავს ( $1,795) მოცულობითი ჰობო Sylvia.

ეს ფეხსაცმელი სასიარულოდაა შექმნილი

მირანდასნაირ საქმიან ქალს მხოლოდ კომფორტული და ამავე დროს მოდური ფეხსაცმელი დააკმაყოფილებს –  $795  - Yves Saint Laurent-ის პლატფორმები Triumph.

ისტორია მეორდება

Christian Louboutin-ის ულამაზესი ფეხსაცმელები – $3,325. ღირს ნამდვილად!

ხოლო კაბა გაზეთის პრინტის სტილში, რომელიც Christian Dior-ის სახლის კუთვნილებაა, ჩვენთვის უკვე ნაცნობია სერიალის მესამე სეზონიდან (47-ე ეპიზოდი, როდესაც ის მისტერ ბიგის ყოფილ ცოლს, ნატაშას შეხვდება).

ბუტიკმა Cosabella’s გამოუშვა თეთრეულის შეზღუდული რაოდენობა, რომელთა დასახელებაა Never Say Never. მათი ფასი დაახლოებით 18 დოლარის ფარგლებში იქნება.


პატრიცია ფილდი და არაყი

არაყი Skyy კვლავაც ფილმის სპონსორია. ასე რომ, მალე გაყიდვაში შემოვა ექსკლუზიური სასმელი, Sex And The City.

შესანიშნავი არჩევანია, თუ ხმაურიანად და მხიარულად გეგმავთ ფილმის პრემიერის აღნიშვნას!

2 Responses to “სერიალის მეხუთე მთავარი გმირი”

  1. [...] ყველამ ვიცით, რომ ფილმის “სექსი დიდ ქალაქში 2″-ის გადაღებებისას, ტანსაცმელი ყველაზე ცნობილი ბრენდებისგან მოდის. აქ იხილავთ ისეთ უდიდეს სახელებს, როგორებისაა Dior, Chanel, Louis Vuitton, Jimmy Choo, Christian Louboutin, Yves Saint Laurent, და სხვა. რა თქმა უნდა Manolo Blahnik <3. ფილმის სიქველში “მონაწილებენ” ისეთი ბრენდები, რომელთანსა ხელების გაგონებაზე, თითქმის ყველა ქალბატონს ნერწყვი მოსდის ჩვენ რა თქმა უნდა უკვე გვაქვს ჩამოყრილი დეტალურად ყველა ბრენდი, ფასებითა და დასურათებით. გადახედეთ ჩვენს ადრინდელ პოსტს  სერიალისა და ფილმის მეხუთე და ერთ-ერთ… [...]

  2. [...] ფილმის მეხუთე მთავარი გმირი ხდება (მოდასთან და ტანსაცმელთან ერთად). შოუში ნაჩვენები ადგილების [...]

Leave a Reply