ალექსანდრ პეტროვსკი aka მიხეილ ბარიშნიკოვი
სექსი დიდ ქალაქში. მეექვსე სეზონი. ბოლო რამოდენიმე ეპიზოდი. კერი იცნობს რუს ხელოვანს, მომხიბვლელ და მამაკაცურ ალექსანდრ პეტროვსკის. აბამს მასთან რომანს. ხდება მისი საყვარელი (lover). მიხედავად იმისა, რომ გარე სამყაროსთან მიმართებაში კერი და პეტროვსკი აბსოლუტურად არ უხდებიან ერთმანეთს, თითქმის არ გააჩნიათ საერთო, შინაგანად ისინი თითქოს ერთ ტონალობაში მღერიან…. ბევრი რომ არ გავაგრძელო, საბოლოოდ მაინც აღმოჩნდება, რომ განსხვავება დიდია და ისინი დაშორდებიან.

the pink 2004 Oscar de la Renta dress
რას ვყვები. ალბათ სექსი დიდ ქალაქში-ს ფანებმა მშვენივრად იციან ეს ეპიზოდები. საფრანგეთის დედაქალაქის ულამაზესი სურათები. ეკრანიდან პირდაპირ გამოდის პარიზის სურნელი.
მაგრამ ალბათ ცოტამ თუ იცის ვინ ასრულებს პეტროვსკის როლს. ალბათ ბევრმა ამ სერიალიდან გაიცნო მიხეილ ბარიშნიკოვი:
ვიკი: “მიხეილ ნიკოლოზის-ძე ბარიშნიკოვი (რუს. Михаил Николаевич Барышников; დ. 28 იანვარი, 1948. რიგა, ლატვიის სსრ, სსრკ) — საბჭოთა წარმოშობის ამერიკელი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი. ვაცლავ ნიჟინკისთან და რუდოლფ ნურიევთან ერთად, მას ხშირად XX საუკუნის უდიდეს ბალეტის არტისტად აღიარებენ.”
თავს არ შეგაწყენთ მისი არტისტული ბიოგრაფიის თარგმნით, უბრალოდ მოვიყვან რამოდენიმე მის ნათქვამსა და განახებთ მის სურათებს. დამეთანხმეთ, უდაოდ მომხიბვლელი მამაკაცია.
“ცეკვა ჩემი გატაცებაა. ჩემი ცხოვრება”
“მე არ ვცდილობ ვიცეკვო ვინმეზე უკეთესად. მე ვცდილობ ვაჯობო საკუთარ თავს”.
“მე არც პირველი ჰეტეროსექსუალი მოცეკვავე ვარ, და არც უკანასკნელი”
“ცხოვრებაში ერთი რამ გრჩება; იმუშაო საინტერესო ადამიანებთან”
“ხელოვნების არსი მდგომარეობს სიამოვნება მიიღო სხვისთვის სიამოვნების მინიჭებაში”
ბოლოსთვის, რამოდენიმე ლამაზი კადრი ფილმიდან “სექსი დიდ ქალაქში”
![]() |
| რამანწიკა |
![]() |
| <3 კაბა <3 |
![]() |
| მიშა მაშინ და ახლა |










ძალიან მესიმპათიურებოდა ეს კაცი )) ისე, აქ კომენტარი უფრო იმიტომ დავწერე, რომ შენ ტვის ხმა მომეწვდინა. რატომღაც შენს ბლოგზე ვერ ვტოვებ კომენტარებს, დისქვისის გამო
უფრო რომ გაამარტივო ეგ ამბავი, არ გამოვა ნეტა? : ))
რა გრაციოზული და სიმპათიურია ეს ბარიშნიკოვი, თავს დამაკარგვინებს :ლოლ: