სექსი დიდ ქალაქში "I'm looking for love. Real love. Ridiculous, inconvenient, consuming, can't-live-without-each-other love." - Carrie

No Manolos? No Style!

ცნობილი ფრანგული ფრაზაა, თუ კარგი ფეხსაცმელი გაცვია, შეგიძლია ტანზე ტომარა წამოიცვაო.

ჩვენს საუკუნეში კი, თუ მანოლო ბლანიკის ფეხსაცმელი გაქვს, შეიძლება მთლად კერი ბრედშოუ არ იყო, მაგრამ თავს მასზე ნაკლებადაც არ იგრძნობ.

Every Shoes tells a Story

მიუხედავად იმისა, რომ fashion სნობიზმისგან შორს ვარ, ხანდახან მაინც ვგრძნობ, როგორ გამირბის თვალები ცნობილი დიზაინერების მაღაზიებისკენ და იმასაც ადვილად ვამჩნევ, როცა ადამიანს ძვირფასი ფეხსაცმელი აცვია.

მანოლო ბლანიკის ისტორია 70-იან წლებში დაიწყო, როცა ის ნიუ იორკში ჩავიდა და ჟურნალ “ვოგის” რედაქტორს, დაიანა ვრილენდს თავისი კოლექცია აჩვენა. სწორედ “ვოგის” იმჟამინდელმა რედაქტორმა დაარწმუნა ბლანიკი, ფეხსაცმელებზე განსაკუთრებით ემუშავა. მანოლო ბლანიკმა 80-იანების დასასრულს შეძლო შეერთებული შტატების გულის მოგება და მისი წარმატებებიც დაიწყო.

21-ე საუკუნეში კი – “მანოლო” ისეთივე ცნობადი ბრენდი გახდა, როგორც თავად Sex and the City, შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ფენომენი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. 2008 წლის მაისში, მანოლო ბლანიკის მიერ, სპეციალურად, სარა ჯესიკა პარკერის გმირისთვის შეკერილი ფეხსაცმელი, რომელიც რაღაცნაირად “კონკიას” ბროლის ფეხსაცმელს ჰგავს, მსოფლიოში საოცრად ცნობილი გახდა და თითქმის ყველა სხვა ფეხსაცმელების ბრენდი დაჩრდილა.

the One

დრო მიდის. 1970-იანებიდან დიდი დრო გავიდა და მანამდეც იყო დიდი მოდა, რომელიც მსახიობებთან ერთად ხდებოდა პოპულარული. თუმცა მანოლო ბლანიკისა და HBO-ს ამ დომინანტი სერიალის ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და აჩვენა, თუ რამდენს შეუძლია მიაღწიოს ქალმა “მანოლოს” ფეხსაცმელებში.

პ.ს. ბონუსად Manolo Blahnik-ის ფეხაცმლების შოუ:

3 Responses to “No Manolos? No Style!”

  1. სიამოვნებით ვიქონიებდი ვიდეოში რომაა 1:38 წუთზე რომ “ბასანოჟკებია”. <3

  2. ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ძალიან ლამაზი და ქალური ფეხსაცმელებია. აქედან მარტო 1:38–ს ჩავიცვამდი, ოღონდ ცოტა უფრო მაღალ ქუსლზე =)
    კარგი პოსტია.

  3. [...] ერთ-ერთ წინა პოსტში Sophie SUNNY Golden-მა [...]

Leave a Reply